LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის პირველი ოფიციალური ვიზიტი ნოტინგემში 

80

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალური ნიშნობის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მომავალმა მეუღლეებმა BBC-ის ერთობლივი ინტერვიუც მისცეს და პირველ საერთო ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად კი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრე და მსახიობი ნოტინგემში გამოჩნდნენ, სადაც საქველმოქმედო აქციაში Terrence Higgins World Aids მიიღეს მონაწილება. პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მეგან მარკლი და ჰარი იმ ორგანიზაციების საქმიანობას გაეცნენ, რომლებიც შიდსთან ბრძოლის კამპანიას ეწევიან.

მოგვიანებით წყვილი ნოტინგემის აკადემიასაც ესტუმრა, სადაც სასწავლო პროგარამის, FullEffect-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ ორგანიზაციის პატრონაჟს სამეფო ოჯახი ეწევა და ის ახალგაზრდებში კრიმინალისა და ძალადობის წინააღმდეგ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. მეგან მარკლიმ პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის შავი აკადემიური პალტო შეარჩია, ასევე კლასიკურ ბრიტანულ სტილში იყო გამოწყობილი პრინცი ჰარიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები