პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალაქ მონტესიტოში გადასვლამ ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან მეზობლად მცხოვრებნი, რადგან მათ პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი და მეგანი საგანგებოდ ემალებიან ფოტოგრაფებს, ისინი სასექსების სახლს მუდამ დარაჯობენ, რაც მეზობლებისთვის შემაწუხებელია. აქვე გამუდმებით მუშაობს დრონიც, რომელიც მეუღლეების გადაადგილებას აფიქსირებს.
ქალაქი მონტესიტო სანტა-ბარბარასთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივი მაღაზიის მფლობელთა თქმით, ჰარისა და მეგანის გადმოსვლის შემდეგ, საგრძნობლად იმატა ტურისტების რიცხვმაც. ხალხი ქალაქში მხოლოდ იმის გამო ჩამოდის, რომ შემთხვევით გზაში ჰარისა და მეგანს გადააწყდება.