ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის უსაფრთხოების თანხას პრინცი ჩარლზი გადაიხდის. ის საკუთარი ფონდიდან 2.5 მილიონ დოლარს გამოყოფს, თუმცა, მეტი თანხის გადახდას ვერ შეძლებს. ამის შესახებ დასავლურ მედიას ინსაიდერებმა განუცხადეს.
ჩარლზის წლიური შემოსავალი 26 მილიონი დოლარია და მან შვილის დაფინანსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დონალდ ტრამპმა სასექსების წყვილის უსაფრთხოების დაფინანსებაზე უარი თქვა.
ამ თანხით პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში პირადი დაცვის წევრებს აიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი სამეფო ოჯახს გაემიჯნა, ისინი მაინც ოჯახზე ფინანსურად დამოკიდებულნი რჩებიან.