LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურებმა ხალხი დააფრთხო (ფოტო)

figure

ბერლინში მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების გამოფენა იმართება. ყველაზე დიდი ყურადღება გამოფენაზე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურებმა მიიქცია. შემქმნელებმა სცადეს, საშობაო განწყობის შესაქმნელად სამეფო წყვილი საინტერესო რაკურსით წარმოეჩინათ, მაგრამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იმდენად სასაცილოდ და არადამაჯერებლად გამოიყურებიან, რომ მნახველს აფრთხობენ კიდეც.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურებს მომხმარებლთა მხრიდან ძალიან ცუდი კომენტარები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე წყვილის რამდენიმე ცვილის ფიგურაა, ხალხის აზრით, ისინი ჰელოუინს უფრო მოუხდება, ვიდრე შობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები