პრიანკა ჩოპრა მეუღლესთან, ნიკ ჯონასთან ერთად მუმბაიში იმყოფებოდა, სადაც კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ამჯერად კი პაპარაცებმა მეუღლეები მუმბაის აეროპორტში გადაიღეს, სადაც წყვილი პირველად გამოჩნდა პატარა ქალიშვილთან ერთად. მალტი მარი ჩოპრა ჯონასი მხოლოდ ერთი წლისაა და ეს მისი პირველი საჯარო ფოტოა. გოგონა საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ დედას.
მალტი მარი ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა. ცოტა ხნის წინ ჩოპრამ ინტერვიუში პირველად ისაუბრა ორსულობის მცდელობის უშედეგო შემთხვევებზე და ის ეტაპი გაიხსენა, როცა მათი გოგონა სამყაროს მოევლინა. ვარდისფერ ჰაეროვან კაბასა და ბოტასებში გამოწყობილი ყოფილი „მის მსოფლიო“ ფანტასტიკურ ფორმაშია.
პრიანკა ჩოპრა ტონი ვარდის კრისტალებით გაფორმებულ ოქროსფერ კაბაში
შავი გამჭვირვალე ბოდე და კლასიკური წითელი – პრიანკა ჩოპრას ორი მოდური ანსამბლი ერთ დღეში