LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა პაემანზე აკა ნანიტაშვილის ულამაზეს კაბაში (ფოტო)

2477
choprapn

„მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და სერიალ „ქუანტიკოს“ ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა ამჯერად ნიუ-იორკში გამოჩნდა. მსახიობი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის მეუღლესთან, ნიკ ჯონასთან ერთად პაემანზე იმყოფებოდა. მალევე წყვილს ნიჯ კონასის ძმა, ჯო ჯონასი და მისი საცოლე, სოფი ტერნერი შეუერთდნენ.

ამ დღეს პრიანკამ არჩევანი ისევ ქართული ბრენდის სამოსზე გააკეთა. ლამაზმანი ბრწყინავდა აკა ნანიტაშვილის ულამაზეს იასამნისფერ კაბაში. დეკოლტირებული კაბა ორიგინალური მკლავებით და მასიური ქამრით იყო გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები