პრიანკა ჩოპრა და სოფი ტერნერი ამჯერად მაიამიში ისვენებენ. გოგონები დასასვენებლად მეუღლეების, ძმები ჯონასების გარეშე იმყოფებიან. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და მსახიობი პრიანკა ჩოპრა, რომელიც ულამაზეს საზაფხულო კაბაში იყო გამოწყობილი. მაქმანებით გაფორმებული მინი-კაბა Dakota Jinx-ის ბრენდს ეკუთვნის და მისი ღირებულება 493 ფუნტი სტერლინგია. კაბასთან პრიანკამ Сhаrlеs & Кеith-ის თეთრი ფეხსაცმელი და Tod’s -ის ჩანთა შეუხამა. ყველაზე ეფექტური კი ფრანგული ბრენდის Le Sресs-ის მასიური შლაპა გახდა.
მალევე პაპარაცებმა პრიანკა ადგილობრივ მაღაზიაში გადაიღეს, სადაც მას სოფი ტერნერიც შეუერთდა.