LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა და სელინ დიონი ახალ რომანტიკულ ფილმში ითამაშებენ

269
chpr2010

პრიანკა ჩოპრა და სელინ დიონი ახალ რომატიკულ ფილმში ითამაშებენ. „შეტყობინება შენთვის“ ასე ერქმევა ახალ რომანტიკული ჟანრის კინოსურათს, სადაც სემ ჰეგანიც ითამაშებს. ეს არის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი პრიანკა ჩოპრასთვის ხანგრძლივი კარიერული პაუზის შემდეგ. ფილმი ქალის შესახებ გვიყვება, რომელის შეყვარებულს კარგავს და მის ტელეფონზე გამუდმებით სასიყვარულო შეტყობინებებს აგზავნის. აღმოჩნდა, რომ ეს ნომერი სხვა კაცის საკუთრებაა, რომელიც ასვე გულგატეხილია ძველი სიყვარულის გამო.

სელინ დიონს ფილმში ამ ორი „დაკარგული“ ადამიანის დახმარება მოუწევს. აღნიშნული კინოსურათი ძველი ფილმის რიმეიკია, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები