LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ინდური ქორწილისთვის ემზადებიან (ფოტო)

chopra

ცოტა ხნის წინ „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და ამერიკული ტელესერიალების ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა მუსიკოს ნიკ ჯონასზე დაინიშნა. 36 წლის ჩოპრასა და 25 წლის ჯონასის ნიშნობა მუმბაიში შედგა. წყვილი კვლავ ინდოეთში რჩება, სადაც ტრადიციული ქორწილი უახლოესი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ჩაივლის.

ამჯერად კი წყვილი ქალაქ ჯოდპურში ჩაფრინდა. პაპარაცებმა ისინი აეროპორტში გადაიღეს, როდესაც ისინი დაცვის თანამშრომლების  უპრეცედენტო რაოდენობით გარშემორტყული ჩავიდნენ ქალაქში.

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ქორწილს სწორედ რაჯასტანის სიდიდით მეორე ქალაქში გადაიხდიან. ფოტოებზე ჩანს, რომ ინდოეთში ვიზიტისას პრიანკა ჩოპრა ინდურ ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები