LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა – ირაკლი კობახიძე

27

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება.

“შეთავაზება გაკეთდა საჯაროდ უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. მე როგორც ვიცი, არის კომუნიკაცია პრეზიდენტისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის. იმედი მაქვს, შეხვედრა შედგება,” – განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობა გადაუნაწილებელ მანდატებზე ბონუსების სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას აპირებს. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს სწორედ ამ ორი საკითხის მოტივირებული შენიშვნების სახით წარდგენას სთხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები