LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს, რომელსაც 7 ნოემბრის გამო პასუხს სთხოვ, ხოლო 5 ივლისის ჩამდენი პრემიერად გყავს და 20 ივნისის – მერად იყრის კენჭს, ეს არის შერჩევითი სამართალი: თაკო ჩარკვიანი

575
tako-charkviani-w-h

„საქართველო გამზადებულია გადასაბარებლად, გადაბარება სხვა არაფერია, ვიდრე მოშალო საზღვრები“,-ამის შესახებ “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. თაკო ჩარკვიანი გამოსავალს, „დიდ შერიგებაში“ ხედავს, რომელიც მისი თქმით, მხოლოდ რეფორმირებული დასავლური ტიპის მართლმსაჯულების გზით უნდა მოხდეს.

„მას ციხეში არავინ დატოვებს, ვინაიდან ის არ არის ვიღაც, სააკაშვილი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა. დიდი სირცხვილია საქართველოსთვის გავასამართლებინოთ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი ამ სამარცხვინო მართლმსაჯულებას, რომელმაც ბრალი წაუყენა უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მან უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც რიგითი მოქალაქე კითხვას ვსვამ – ჩვენ რა ვქნათ საქართველოს მოქალაქეებმა, ვის წავუყენოთ ბრალი? ვის ვაგებინოთ პასუხი იმ დანაშაულზე, რომ სახელმწიფო საზღვრები დაცული არ არის?

მოშლილია საზღვრები და გამზადებულია საქართველო გადასაბარებლად, გადაბარება სხვა არაფერია ვიდრე მოშალო საზღვრები, ეს არის სიხსლის სამართლის დანაშაული. ოთხი დღე იმყოფებოდა აქ, ფოტოებს იღებდა და კანონიდან, ჩარჩოებიდან იყო გასული დღევანდელი უსაფრთხოება სადღაც კოსმოსში. კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში.

ვინაიდან ძალიან აირია ტყუილ-მართალი და ასეთი უნდობლობა მართლმსაჯულების მიმართ არასოდეს ყოფილა, ვფიქრობ, რომ გამოსავალი საქართველოსთვის არის ერთადერთი – დასავლური კურსის რეფორმირებული მართლმსაჯულება, რომლის წინაშე დაიდება ყველა ქეისი.

როდესაც პრეზიდენტს, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ გადადგა პასუხს სთხოვ 7 ნოემბრის გამო, ხოლო 5 ივლისის ჩამდენი პრემიერად გყავს და 20 ივნისის – მერად იყრის კენჭს, ამას ჰქვია შერჩევითი სამართალი.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ხსნა არის დიდ შერიგებაში, ხოლო დიდი შერიგება შეიძლება მხოლოდ რეფორმირებული დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შემთხვევაში მოხდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები