LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს – დავით სერგეენკო

107

“ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგეენკოს განმარტებით, მმართველი პარტია კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევენების თარიღამდე, ორი თვით ადრე დაასახელებს.

“ადრე, რამდენჯერმე მართლაც გაჟღერდა ჩემი სახელი და გვარი, მაგრამ გაჟღერდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მედიამ დამისვა კითხვა. მაშინაც და ახლაც ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, როდის დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატი, ამის ბოლო ვადა არის არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 2 თვე,“ – განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას, სერგეენკო ასე პასუხობს: „ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასე პასუხის გაცემა არ ღირს“ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები