საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართა.
ჰელგა მარია შმიდტთან საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხო.
აქცენტი სხვადასხვა მიმართულებით ქალების უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაკეთდა. ყურადღება გამახვილდა თბილისში ეუთოს მხარდაჭერით დაგეგმილ კონფერენციაზე ქალი ლიდერების მონაწილეობით.