LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონს შეიძლება ვეტო დაადოს

106

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ე.წ  ”საპოლიციო გამოსახლების” შესახებ კანონს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  კანონის შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ბიზნეს ასოციაციასა და ბანკების ასოციაციის წარმომაგდენლებთან დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნმიშნა, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს პრეზიდენტის დავალებით შეხვდა.

“მოვისმინეთ მათი არგუმენტები. ამ ეტაპზე აქტიურად ვსწავლობთ არსებულ ვითარებას და არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გვქონდეს ბიზნესმენებთან, მას შემდეგ რაც კანონი ადმინისტრაციაში შემოვა. პრეზიდენტს ჩავაყენებთ საქმის კურსში და ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის პოზიცია ამ ცვვლილებებთან დაკავშირებით”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

ბანკების ასოციაციამ და ბიზნესასოციაციამ ე.წ ”საპოლიციო გამოსახლებასთან” დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებებზე  ვეტოს დადების თხოვნით პრეზიდენტს გუშინ მიმართეს.