LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა

188
salome

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა. საუბარია 34 პატიმარზე, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

„საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.