საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გოგი წულაიას შეხვდა და საქართველოს დროშა გადასცა.
“ახლა შენ დაკიდე, შენ თვითონ დაკიდე გოგია წულაია”, – უთხრა პრეზიდენტმა წულაიას დროშის გადაცემის დროს.
ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია თავისი არასტანდარტული კომენტარებითა და ქმედებებითაა ცნობილი. მას ყველაზე მეტად იცნობენ ფრაზით “დროშა ვერ დაკიდენ”
მარგველაშვილი ქუთაისში სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა.