პრეზიდენტმა დღეს 91 მსჯავრდებულის შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 62 მათგანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 29-ს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ დარჩენილი სასჯელი.
შეწყალებულთა შორის 4 ქალია, მათგან დღეს ციხეს 3 დატოვებს.
კომისიამ 4-6 აპრილს იმუშავა და 600-მდე პირის საქმე განიხილა, შემდეგ კი რეკომენდაციები პრეზიდენტს წარუდგინა.
შეწყალებაზე მოთხოვნის დაწერის საშუალება პატიმარს მისჯიდან მეორე დღესვე შეუძლია, თუმცა კომისია კონკრეტული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.