LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

1902
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებული 9 მსჯავრდებულიდან 5 პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

„5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები