საქართველოს პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 შეწყალებულიდან 4 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა.
4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.