საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა.
ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმარია, რომელიც, მისივე თქმით, მკვლელობისთვის იხდიდა ბრალს.
“სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს,” – განაცხადა ქორიძემ.