LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა – არიან თუ არა მათ შორის გახმაურებულ საქმეებზე დაკავებულები

54

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 ქალია. 8 მათგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების კომისიაში 1073 განცხადება იყო შესული, რომელსაც კომისია 20 ივნისიდან 23 ივნისის განმავლობაში სწავლობდა.

ქორიძის თქმით, შეწყალებული 170 მსჯავრდებულიდან საპატიმრო დაწესებულებას 120 დღესვე დატოვებს, დანარჩენებს კი სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმსუბუქდა, მათ ნაწილს პატიმრობის ვადა გაუნახევრდა, ნაწილს კი 1/3 და 2/3-ით შეუმცირდა.

ქორიძეს არ დაუკონკრეტებია, არიან თუ არა შეწყალებულს შორის ისეთებიც,  ვინც გახმარეუბულ საქმეზე იხდიდა სასჯელს, თუმცა განმარტა, რომ განაცხადებს შორის ყველა ტიპის დანაშაულის საქმე იყო განსახილველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები