LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი:”საკანონმდებლო ორგანოს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, საკუთარი წვლილი შეეტანა სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებაში”

82

პრეზიდენტის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, საკუთარი წვლილი შეეტანა სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

”დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლოს გაძლიერებაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ კანდიდატების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაძლიერდებოდა უზენაესი სასამართლო და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაჯანსაღებულ სასამართლოს მიიღებდა ქვეყანა, რაც უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 – მომხრე, 4 – წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 – წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.