პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მოადგილედ დაინიშნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს.
მიშველაძემ ასევე აღნიშნა, რომ მაჭავარიანს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში 25 წლიანი გამოცდილება აქვს, რასაც უშიშროების საბჭოს საქმიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.