გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოში ანა მარგველაშვილმა მოინახულა. პრეზიდენტის შვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საავადმყოფოში იმყოფება პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილი მაშო ჩიჩუა, რომელიც დაჭრილი მინდია გოგოჭურის ცოლია.
გოგოჭური გუშინ საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.