LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის გამოსვლისგან გაცილებით მეტს ველოდი – პრემიერი

73

პრემიერი პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლას აფასებს. კვირიკაშვილის განცხადებით, ის მარგველაშვილის შემაჯამებელი გამოსვლიდან მეტ ანალიზს ელოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი შეეხებოდა მათი მოგვარების გზებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც, პრემიერის განმარტებით, თავადაც არა თუ არ უარყოფენ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რათა ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართულებით.

„მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მათ შორის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და ა.შ. ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი ამ გამოსვლისგან,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები