პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსაფარი ძაღლი აიყვანა. როგორც სალომე ზურაბიშვილის გვერდზე ვკითხულობთ, ძაღლი გომბორის გზაზე სარჩევნო კამპანიის დროს ნახეს და წამოიყვანეს. მათი ინფორმაციით “გომბორა” ახლა პრეზიდენტის საუკეთესო მეგობარია.
“ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა, საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა … წამოვიყვანე და დღეს “პრეზიდენტის ძაღლია” და მისი ერთგული მეგობარი: ბედმა გაუღიმა და მეც. დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გომბორას ნაერი ბევრია ვინც ასე გზაზე გველოდება,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.