LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტის ერთადერთი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – ეკა სეფაშვილი

132
fot (2)

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა ერთსულოვანია. ეს არის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის აშკარა ფაქტი, თან დემონსტრაციულად, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მოვალეობაა, რომ გვქონდეს რეაგირება“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

გადაცემაში  „დღის თემა“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაუგებარი უწოდა პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“ – კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ეკა სეფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს, იქ ხომ  შეეკითხებიან რატომ ფიქრობს ამას? მან უნდა ამტკიცოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ქართველი  ხალხის წინააღმდეგ,  რატომ არ იმსახურებს სტატუსს ქვეყანა. ეს მისი პოზიცია არის მიმართული ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის მტრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი ერთადერთი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისი ქმედებები ამას ემსახურება“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

მმართველმა გუნდმა უმრავლესობის სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა. ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შედეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, – განაცხადა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია” – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები