LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი, რომელიც “აზოვსტალის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ევაკუირებულია” – უკრაინის ვიცე-პრემიერი

531
BeFunky-collage (9)

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.

„პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა. აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა“,- წერს ვერეშჩუკი.

ცნობისთვის, შაბათ-კვირამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქარხნის მასშტაბურ შენობას 200-მდე სამოქალაქო პირი აფარებდა თავს, უკრაინის 2000-მდე დამცველთან ერთად. გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ ამ ადგილიდან ევაკუაციის პროცესის ორგანიზებას.

ადგილზე მყოფ მებრძოლთა ბედი ჯერჯერობით დაუდგენელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები