LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლევებს ენდობა : “ისინი ასახავენ რაღაც გარკვეულ ტენდენციებს”

148

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კვლევები აინტერესებს, რადგან “ისინი აჩვენებენ და ასახავენ გარკვეულ ტენდენციებს”.

“ზოგადად ჩვენ ვენდობით კვლევებს, გვაინტერესებს, რადგან ისინი ასახავენ რაღაც გარკვეულ ტენდენციებს. რა თქმა უნდა, მე ციფრებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, როგორ ვაანალიზებთ თუნდაც მსგავს კვლევებს ჩვენ აქ, გუნდში. ხდება არა იმ კონკრეტული კვლევების გაანალიზება მხოლოდ, არამედ ამ ტენდენციის უფრო ნათელი სურათის დასახატად წინა კვლევების შედარებაც და შესაბამისად, ეს ანალიზი ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები