საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ომის ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს არის მხოლოდ ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მეორე ფრონტი არსებობს, არსებობს „რბილი ძალის“ მეორე ფრონტი ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არსებობს.