LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ტრამპი ერაყში ამერიკელ სამხედროებს მოულოდნელად ეწვია

ტრამპპპპპპპპიიიიიიიიი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ოთხშაბათს ამერიკელ სამხედროებს ერაყში მოულოდნელად ესტუმრნენ. პრეზიდენტმა ტრამპა საკუთარი დანაპირები შეასრულა და ის ერაყში ერთ-ერთ საომარ ზონას ეწვია.

პრეზიდენტისა და პირველი ლედის თვითმფრინავი ერაყის დასავლეთში, ალ ასადის საჰაერო ბაზაზე დაეშვა, ერაყში დისლოცირებულ სამხედრო კონტიგენტთან და მეთაურებთან, რათა გაწეული სამსახურის გამო მადლობა გადაეხადათ და მათთვის საშობაო მილოცვები გადაეცათ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ადგილზე  პირადად ნახა ამერიკელი მებრძოლების ძალისხმევა, კიდევ უფრო მტკიცედ დარჩა საკუთარ მოსაზრებაზე, რომ ამერიკის მთავრობის მონაწილეობით მსოფლიოში მასშტაბური საბრძოლო ჩარევა დასასრულს უახლოვდება. პრეზიდენტი ტრამპი ერთი ღამე ბაღდადის დასავლეთში დარჩა, რათა საკუთარი სკეპტიკური შეხედულება გამოეხატა უცხო ქვეყნების კონფლიქტებში ჩარევასთან დაკავშირებით.

თუ მათ ჩვენთან ჩხუბი უნდათ, ამისთვის მათ საფასურიც უნდა გადაიხადონ, ზოგჯერ ეს არის დაბალი საფასური. ჩვენ არ ვართ სულელები და მსოფლიოში როგორც სულელებს, ისე არ გვიცნობენ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ალ ასადის საჰაერო ბაზაზე.

ეს ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპისთვის პირველია საომარ ზონაში. ვაშინგტონში დაბრუნებამდე დონალდ და მელანია ტრამპებმა ამერიკელი ჯარისკაცები გერმანიაში მდებარე რამშტაინის საჰაერო ბაზაზეც მოინახულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები