LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი შობას გორიდან მოგვილოცავს

232
სალომე (1)

წინასაშობაო კონცერტი გორში – პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელსაც რეგიონში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს 17:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

“პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.

ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის - სალომე ზურაბიშვილის მილოცვა [ვიდეო]

ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში.

იმის გათვალისწინებით, რომ გორელები ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებოდნენ ქართულ ფოლკლორსა და ქართულ საგუნდო სიმღერას, მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე: გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი. პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები