საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით შეუქცევადია.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვარშავაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის შედეგები შეაჯამა.
გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც ქართული დელეგაცია ნატოს სამიტიდან ბრუნდება.
„პირველ რიგში, მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია, ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება. ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღმავებთ და წინ ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.