LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

1549300716-51114382_2004768292952208_2736139504673882112_o-1024x888

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

მანამდე ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას

თავის მხრივ, ევროკავშირის  წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ და ქმედით ჩართულობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები