გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, პრეზიდენტი მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე მშობლებთან და შვილთან ერთად მივიდა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და სიმშვიდე. მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.