LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მმართველ გუნდს შეხვედრაზე იწვევს

39

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებთან დაკავშირებით სიტუაციის გართულებაში ადანაშაულებს.  პრეზიდენტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერები პრეზიდენთან შეხვედრაზე ოფიციალურად მოიწვია.

“სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც. თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისთვის და ყოველთვის ღია არის პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და მათ შორის, ცხადია „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო. სწორედ ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კონსულტაციებთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, უმრავლესობა შეხვედრის ჩატარება პრეზიდენტმა უნდა შესთავაზოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები