LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით

153
Untitled design (3)

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მხარს სრულად უჭერს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა

“საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.

პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები.

ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ მომდევნო დღეებში კვლევების ჩასატარებლად “ვივამედში” გადავიდეს. მისი თქმით, ეს მზაობა მან შესაბამის პერსონალს დაუდასტურა.

ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ, თუმცა ამ დაავადებებს აქ არაფერი ეშველება და აუცილებლად დასჭირდება შემდგომი მკურნალობა საზღვარგარეთ: გიული ალასანია

ყოველ ნახვაზე უარეს მდგომარეობაშია, ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა: ედუარდ სააკაშვილი