LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გონიოში – „მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის”

35

საქართველოს პრეზიდენტი გონიოში იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის ვითარება გამოჰკითხა, შემდეგ კი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.