საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ექიმების შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში ქეთი თათოშვილს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია სულავას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მანანა ჯებაშვილის განცხადებით, მას ოპტიმისტური მოლოდინი გაუჩნდა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან მზაობა დაინახეს.
“ქალბატონი სალომე არის განწყობილი, რომ თუ მისი მდგომარეობა არის მძიმე ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ძალიან კარგად გაიგეს ორმა ქალბატონმა და დაგვპირდნენ, რომ ამ ინფორმაციას თავისი სიმკვეთრით, სიმძაფრით და მუხტით გადასცემდნენ ქალბატონ სალომეს”, – ამბობს მანანა ჯებაშვილი.