LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობა შეეწყვიტა.. რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაურია, მისი ქმედებები კითხვებს აჩენს“ – ანა დოლიძე

259
დოლიძე პრეზიდენტზე

„პრეზიდენტმა თავად დაიწყო ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის წამოწევა, გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ მისი მოქალაქეობა შეეწყვიტა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე წერს და აღნიშნავს, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტის პოზიცია კითხვის ნიშნებს აჩენს.

„პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე – თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”  – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„ვიხილეთ პრეზიდენტის განმარტება, კითხვები რჩება:

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა თავად დაიწყო ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის წამოწევა, გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ მისი მოქალაქეობა შეეწყვიტა.

ამ დროს დღის წესრიგში იყო ბანკის გადაწყვეტილება და ფარცხალაძის დაკავება. მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხით თავად პრეზიდენტის წამოწეულია, თან სასწრაფო ფორმით.

„საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს.. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“ გაუქმდეს“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას“ - წერია განცხადებაში.

ამ კონტექსტში, რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაური, თან იმის ფონზე, რომ ინიშნება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორივე „ოცნებელი“ ბანკში.

გამოდის, რომ საბოლოოდ პრეზიდენტს სჯერა ჩვენი მართლმსაჯულების და იმედი აქვს, კანონის წინაშე ფარცხალაძე პასუხს აგებს. ანუ არც „კლანი“ გვყავს, არც მურუსიძე, არც „ოცნების“ მოსამართლეები და საერთოდ, რას ვერჩით ამ ხალხს? მაშინ პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოს მანამდელ კრიტიკას რა ვუყოთ? სადაა სიმართლე?

გიგა ბოკერია – აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან

პასუხი კითხვას – რატომ წარადგინა მან ორი შეუსაბამო წევრი, თანაც „ოცნებასთან“ დაკავშირებული, კვლავაც სჭირდება.

და ბოლოს, ეს დისკუსია მას რომ არ წამოეწია არავინ მიაქცევდა ყურადღებას ამ თემას იმიტომ, რომ კანონის მიხედვით ფარცხალაძეს შეუძლია თავად გავიდეს მოქალაქეობიდან.

წილოსანი: „პატრიოტი“ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ისეთი გულმხურვალე ქომაგია, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უუქმებს.. რა ქნას, პიარის თვალსაზრისით ასე აწყობს“

ანუ, ეს არ იცის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ? ვურთავ მუხლს. (მოქალაქეობის შესახებ კანონი, მუხლი 20). შესაბამისად, მოქალაქეობა არაა აქ თემა, არამედ სუსის მხრიდან მისი დროული დაკავება, რა პასპორტიც არ უნდა ჰქონდეს“. – წერს ანა დოლიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები