“თქვენ ძეგლი ხართ თუ?” – სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველის” ჟურნალისტს ამ კითხვით მიმართა.
ჟურნალისტი მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა თუმცა, პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა ის მასთან არ მიუშვა.
ადგილზე მყოფმა ქალბატონმა კი “TV პირველის” ჟურნალისტს განუმარტა, რომ ამ რეჟიმში კითხვის დასმა და მასზე პასუხების გაცემა არ გამოვიდოდა.
პრეზიდენტი თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმის გახსნაზე იმყოფება.