LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა, ჩვენი მომავლის საბოტაჟითაა დაკავებული“

122
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა – დღეს „ოცნება“ ჩვენი მომავლის საბოტაჟითაა დაკავებული“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და აღნიშნულით მართველი პარტიის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „საბოტაჟი“ არის ერთადერთი სიტყვა, რაც მას მოაფიქრდა.

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა:

მირიამ ლექსმანი: „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს“

„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ – რუსული კანონის ინიცირება,  31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული.

ასევე ნახეთ

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ.“

დღეს ეს ორი მცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით ერთიანია – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აქ არასდროს დაბრუნება. 

ალეკო ელისაშვილი: „ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ!“

„ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი – 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია.

„მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც – უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები ვერ ვიყავით“ – მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებაზე

ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს, „ოცნება“ არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ