ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, საქართველს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვარშავის სამიტზე ჩვენ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ერთად მიიღეს საქართველს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატო-ს კურსს. ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ პატრიებს, რომ როდესაც ეს ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.