არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
„შეწყალებულთა სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა საქმიდან თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
,,არ მაინტერესებს, ფული აიღეს თუ ნაცნობობით გაკეთდა“ - ოთხმეზური შეწყალებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს
,,სხვას ვის უნდა დავაკისრო?!“ - დავით ოთხმეზურის მამის გამოკითხვა დასრულდა
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალებაზე მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინიციატივით გამოვედი, დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორე მხრივ, რადგანაც იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს.
მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით.დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მთავარმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.საქმეში ფიგურირებს როგორც შეწყალებული რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, ასევე სხვა პირები.
როგორ აკრიტიკებდა პატიმრების შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს [ვიდეო]
საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.