LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრევენცია, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები არ იქნება, ვერ მოხდება” – საიას თავმჯდომარე არჩევნებზე

328
IMG-20200925-191254
“ახალგარზდა იურისტთა” ასოციაციის თავმჯდომარე ცხელ საარჩევნო პერიოდს ელოდება და ამბობს, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უფრო დაძაბული იქნება.
როგორც სულხან სალაძემ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში – “რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად” განაცხადა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად  ფიზიკური დაპირისპირებების ალბათობაც იმატებს.
„პრევენცია, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები არ იქნება, ვერ მოხდება, თუმცა მთავარია გამოძიება. მხოლოდ ის რომ გამოძება იწყება, არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ეს გამოძიება მიდის თუ არა კონკრეტულ შედეგებამდე,“- აცხადებს სულხან სალაძე.
ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული კონკრეტული ძალადობრივი ფაქტები, საიას წინასაარჩენო გარემოს შესახებ ანგარიშშიც მოხვდება. დოკუმენტს ორგანიზაცია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.