LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერს არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია – მამა გიორგი ზვიადაძე

1829
mamuka baxtadze maxatas

მცდელობა იმისა, ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, ტრანსლაციისას მართლაც ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი და ის, რომ გარკვეულ ადამიანებს ბახტაძე თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნიეს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის და სიცრუეა.

„ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტყუილი და სიცრუე. მცდელობა იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა. მისი სიტყვით გამოსვლის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ პრემიერის სიტყვები ისმოდა გაგრძელებულად, რასაც ჩემთვის აბსოლუტურად არ შეუქმნია ეს შთაბეჭდილება, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს აფიქრებინა, რომ პრემიერი თითქოს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც არის სრული სიცრუე. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეუძლია, დარწმუნდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან პრემიერი წირვაზე იდგა, ყველა ერთად ვიყავით. მას იქ არც ერთი წვეთი ღვინო არც წირვის მსვლელობის დროს და არც წირვის შემდეგ არ მიუღია“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებს პირადად გაარკვიოს, რა მოხდა მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლისას.

„ბუნებრივია, მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“ – უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. ტექნიკური პრობლემის გამო, საქართველოს პირველმა არხმა(რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა სიგნალს) ბოდიში მოიხადა.

ნახეთ მამუკა ბახტაძის გამოსვლა მახათას მთაზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები