“დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ – ქართველები, აფხაზები და ოსები, აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა და აფხაზურ მხარეს ომში დაღუპული პირების ნეშტების პოვნასა და გადმოსვენებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე,” – განაცხადა პრემიერმა.