LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა თქვა, რომ ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, კონკრეტულ შედეგებს დაველოდოთ: ჯაღმაიძე გარეჯის საკითხზე

72
ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პრემიერ ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევის შეხვედრის შემდეგ გაჟღერებული განცხადება, რომელიც გარეჯის საკითხს ეხება,  საპატრიარქოს იმედის საფუძველს აძლევს.

“გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა, ამას იმედით ვუყურებთ,” – განაცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და იმედი გამოთქვა, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის საკითხი ძმურად გადაწყდება.

„ყველზე მნიშვნელოვანი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა, საიმედო სიგნალი მოვიდა და ამას იმედით ვუყურებთ. ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე, მან თქვა რომ ძმურად და სამართლიანად გადაწყდება. კონკრეტულ შედეგებს დაველოდოთ“. – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გუშინ ჩავიდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა.

დიალოგი დაჩქარდება და გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება: ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა – ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ: ღარიბაშვილი ალიევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები