LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს“ – კობახიძე

158
Untitled design (1)

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვის შემდეგ, პოლიტიკოსებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიმართა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა რადიკალურ ოპოზიციას დებატები – 10:0 მოუგო“.

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

„ბატონო ირაკლი, მადლობა არაჩვეულებრივი გამოსვლისთვის. პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა – უსუსური და ასევე, პირდაპირ, ცოტა უხეშად ვიტყვი, უინტელექტო სახე.

აშკარად ჩანს ინტელექტის დეფიციტი და მათი პოლიტიკური პოზიციაც ამ ყველაფრის გამოხატულებაა. აქ, ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირია. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის პრემიერს. სხვათა შორის, როდესაც ინტელექტზე და განათლებაზეა საუბარი, ქალბატონმა ეკა ხერხეულიძემ პრემიერს განათლება დაუწუნა, როგორც ჩანს, სორბონის განათლება, ქალბატონ ეკას არ აკმაყოფილებს. ეს მცირე გადახვევა იყო.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება და ა.შ. მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და დღევანდელი დებატების დროს კიდევ ერთხელ წარმოჩნდა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ვრცლად გაეცნობით აქ:

პრემიერი ევროპარლამენტარებზე: მოგვიწოდეს გვარამიას გათავისუფლება.. არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებები:

გოცირიძე ღარიბაშვილს: თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ, ერთადერთი სხვაობა ის იყო, ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ, ცუდად დაგიმახსოვრებთ