LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს

274
turistka

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთში ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაასახელა ქვეყნები, საიდანაც გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ.

 “ეს ქვეყნებია ისრაელი, ეს არის შემდგომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია და მერე უკვე მივყვებით”, – აცხადებს პრემიერი. 

პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მთავრობის ამოცანაა, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით არსებული პროგრესი გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და კონკრეტული ეკონომიკური შედეგი კი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

“აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც” – აღნიშნა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შევხედრისას და დასძინა:

“არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ”.

შეგახსენებთ, საქართველო უცხოელ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები